8 ოქტომბერს, ბაია პატარაიამ ნორვეგიის პარლამენტში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მომავალ არჩევნებზე, გაძლიერებულ ავტორიტარიზმზე, აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
“12 წელია, რაც რუსი ოლიგარქი – ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მართავს. მაგრამ ქართველმა ხალხმა მაინც ევროპული გზა აირჩია.”
ასევე, ნორვეგიის პარლამენტში HRHF-ისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა, მოწვეულ აქტივისტებთან ერთად ბელორუსსა და აზერბაიჯანში პოლიტპატიმრებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.