„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქციები:
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოება
გაეროს CEDAW კომიტეტში საქმის წარმოება
ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება
კონფერენციებში, ოფიციალურ მიღებებზე თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ, სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;
სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უპირატესობა მიენიჭება გენდერული ძალადობის თემაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს.
გენდერული მგრძნობელობა;
პროგრამული უნარ-ჩვევები:
MS Word
MS Excel
ღირებულებები:
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);
დაინტერესებულმა აპლიკანტმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
- CV ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 20 ნოემბერი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.