2024 წლის 22 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ეგიდით ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სპეციალიზებული იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საფარის უფროსი იურისტი – თამარ ლუკავა დაესწრო.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე არსებული გამოწვევების პრევენციის გზები მიმოიხილეს და საუკეთესო პრაქტიკა გააზიარეს.