5 დეკემბრიდან-25 დეკემბრის ჩათვლით, საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის WISE პროგრამის ფარგლებში, ცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი უმცირესობების, გენდერული ჩართულობისა და ეკონომიკური განვითარების, გენდერული ძალადობისა (GBV) და ძალადობრივი ექსტრემიზმის (VE) პრევენციის საკითხებზე.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 5 გამარჯვებული აპლიკანტი და თითოეული გრანტის მოცულობა შეადგენს 3, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
მიზნები და აქტივობები:
კონკურსის მიზანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს:
** GBV-ს პრევენციას/შემცირებას;
** გენდერული ნიშნით ძალადობის და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი რადიკალიზაციის (REMVE) შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
** ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ონლაინ რესურსების (კერძოდ, Safe you აპლიკაციის) ეფექტურ გამოყენებას.
შერჩევის კრიტერიუმები:
** განმცხადებელი უნდა იყოს მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაცია;
** სასურველია, განმცხადებელს ჰქონდეს სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;
** მცირე მასშტაბის პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3-6 თვეს;
** პროექტის განხორციელების სამიზნე რეგიონი უნდა იყოს სამცხე-ჯავახეთი.
უპირატესობა მიენიჭებათ იმ განმცხადებლებს, რომლებიც ითანამშრომლებენ ადგილობრივი ან ეროვნული დონის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ქვემოთ ჩამოთვლილი პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში. ასევე, იმ ორგანიზაციებს, რომელთა თანამშრომლების 70% ქალია.
პრიორიტეტული მიმართულებები:
** ქალთა და გოგონების უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიები;
** რესურსები ან სასწავლო ინიციატივები ახალგაზრდების გაძლიერებისათვის;
** პრიორიტეტული მიმართულებების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე;
შეზღუდვები:
** საოპერაციო/აღჭურვილობის ხარჯები (მაგ. ოფისის ქირა, კომუნალური მომსახურება, ინვენტარი) არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 30%-ზე მეტს;
** თანხების გამოყენება დაუშვებელია ისეთი აქტივობისთვის, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ბენეფიციართა ნებისმიერი ჯგუფი ან გარემო;
** გრანტების გამოყენება დაუშვებელია პირადი მოხმარებისთვის;
** გრანტის გამოყენება დაუშვებელია რელიგიური აქტივობების დასაფინანსებლად ან კონკრეტული რელიგიური თუ პოლიტიკური იდეების პოპულარიზაციისთვის;
საკონტაქტო ინფორმაცია:
სრული განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: wisegrants@mercycorps.org
წერილის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: “The SSG Application 2024 Georgia”.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: wisegrants@mercycorps.org
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
** შეავსეთ ელექტრონული აპლიკაცია და ბიუჯეტის ფორმა – ქართულ ან ინგლისურ ენაზე და ა/წ 25 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: wisegrants@mercycorps.org
** წარმოადგინეთ ინფორმაცია აპლიკანტი ორგანიზაციისა და თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ჩაერთვებიან მცირე მასშტაბის საგრანტო პროგრამაში (CVs და SOWs);
** თანადაფინანსების შემთხვევაში, წარმოადგინეთ ინფორმაცია თანადამფუძნებლის, დონორის და პარტნიორი ორგანიზაციის/ორგანიზაციებისა და მათი პროექტში ჩართულობის შესახებ;
** წარმოადგინეთ ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა, შეესაბამებოდეს განცხადებას და დაეხმარება პროგრამის წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებაში.
ვადები და თარიღები:
** საინფორმაციო შეხვედრა მცირე გრანტების მიღებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან გაიმართება 13 და 18 დეკემბერს, ონლაინ, 13:00 საათზე; შეხვედრით დაინტერესებულმა მხარეებმა მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: wisegrants@mercycorps.org ან დაგვირეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 599 873810; +995 32 2 252471
** აპლიკაციის შემოტანის ვადები: 5 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით.
** შემოსული განაცხადების განხილვა და შერჩევა დასრულდება 2025 წლის 10 იანვრისთვის.
** საინფორმაციო სესია გრანტის მიმღებთათვის გაიმართება 2025 წლის 15 იანვარს.