„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი ფუნქციები:
ბენეფიციარების პირველადი კონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe
YOU-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ);
ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება;
სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; მტკიცებულებების მოპოვება; გამოძიების წარმართვასა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობა;
საქმიდან გამომდინარე პრობლემის (საკანონმდებლო პრაქტიკა, ეთიკური ასპექტები) იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის გაზიარება;
მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება უშუალო ხელმძღვანელებისთვის.
კონფერენციებში, ოფიციალურ მიღებებზე თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ, სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;
სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
გაწეული სამუშაოს აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
დამატებითი კვალიფიკაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლი) და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო);
იურისტად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.
უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დავებში.
უპირატესობა მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებთან (ოჯახში და/ან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს.
გენდერული მგრძნობელობა;
ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის უნარი;
ემპათიურობა;
თვითკონტროლი და ემოციის მართვის უნარი;
სასურველია მართვის მოწმობის ქონა;
პროგრამული უნარ-ჩვევები:
MS Word
MS Excel
ღირებულებები:
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);
ემპათიურობა
დაინტერესებულმა აპლიკანტმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით);
სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე.
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 23 დეკემბერი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „სისხლის სამართლის იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.