სიახლეები

გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბაია პატარაიაზე თავდასხმებს გამოეხმაურა

ფოტო: https://unric.org

ბოლო დროს, დისკრედიტაციის მიზნით, გახშირდა თავდასხმები ბაია პატარაიასა და ორგანიზაცია საფარზე, რასაც გამოეხმაურა გაეროს სპეციალური მომხსენებელი მერი ლოულორი:

“ბოლო დროს ჩემამდე აღწევს შემაშფოთებელი ცნობები ადამიანის უფლებათა დამცველი ქალის, ბაია პატარაიასა და ორგანიზაცია “საფარის” (@UnionSapari) წინააღმდეგ გაძლიერებული დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ. მათ შორის, პარლამენტის სპიკერის მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული დამამცირებელი კომენტარებიც. კამპანიის მიზანი, როგორც ჩანს, ბაია პატარაიასა და მისი ორგანიზაციის გაჩუმება და დისკრედიტაციაა.
@GeorgiaGeneva”

განცხადება პლატფორმა “X”-ზე

განცხადება პლატფორმა “Facebook”-ზე