პროექტები

სამართლებრივი დახმარება და გამძლეობა გენდერული ძალადობის პრევენციისთვის

პროექტის აღწერა:

„საფარი“ ეკონომიკური ძალადობის საკითხზე კომპლექსურად მუშაობს — ორგანიზაცია უზრუნველყოფს სამართლებრივ დახმარებას იმ ქალებისთვის, რომლებიც ფინანსური კონტროლის, ეკონომიკური დამოკიდებულების ან სხვა ტიპის ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. სამართლებრივი დახმარება მოიცავს კონსულტაციებს, დოკუმენტების მომზადებასა და წარმომადგენლობას, რაც ეხმარება ქალებს საკუთარი ეკონომიკური უფლებების დაცვასა და დამოუკიდებლობის აღდგენაში.

ამავე დროს, „საფარი“ აქტიურად მუშაობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ცდილობს, რომ ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების ძალისხმევა უფრო ფართო საზოგადოებას გააცნოს. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდა საინფორმაციო კამპანია, რომელმაც წარმოაჩინა ქალთა ორგანიზაციების მრავალმხრივი საქმიანობა — მათ შორის გენდერული თანასწორობის, ეკონომიკური ძალადობის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით. კამპანია ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ქალთა ორგანიზაციებს აქვთ დემოკრატიული ღირებულებების დაცვასა და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში

პარტნიორი/დონორი: Kvinna til Kvinna

პროექტის ხანგრძლივობა: 01.04.2024 — 30.09.2025

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 94,050 ევრო

პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში საფარმა მოამზადა საინფორმაციო კამპანია ქალთა ორგანიზაციების საქმიანობისა და ახალი, საზიანო კანონების შესახებ, ასევე ქალი ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.