პროექტები

UNJP4GE: გაეროს გაერთიანებული პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში

პროექტის აღწერა:

გაეროს გაერთიანებული პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში მხარს უჭერს იმ ქალების, ბავშვების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებიც ეკონომიკური ძალადობის წინაშე დგანან. პროექტის მთავარი მიზანია მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა — სამართლებრივი კონსულტაციების, სახელმწიფო სტრუქტურებში წარმომადგენლობისა და სასამართლო საქმეებში დახმარების გზით.

მიზნობრივი სამართლებრივი დახმარება განსაკუთრებით იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ საკუთარი უფლებები, გადალახონ სამართლებრივი ბარიერები და მიიღონ საჭირო დაცვა.

ამ აუცილებელი სერვისების გაგრძელება არა მხოლოდ შეამსუბუქებს ძალადობისგან დაზარალებული პირების მდგომარეობას, არამედ გააძლიერებს ეკონომიკური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს, ხელი შეუწყობს დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას და ქვეყანაში უფრო სამართლიანი, უსაფრთხო და თანასწორი საზოგადოების შექმნას.

პარტნიორი/დონორი: UNDP

პროექტის ხანგრძლივობა: April 2025 — September 2025

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 15,000 აშშ დოლარი.

პროექტის აქტივობები:

პროექტის ფარგლებში განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისთვის ცნობიერების ამაღლებას უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობებზე სხვადასხვა სახის სამართლებრივი და ცხოვრებისეული გამოწვევების დროს.

ამასთან ერთად, პროექტი უზრუნველყოფს თავად უფასო სამართლებრივი დახმარებას — რათა ქალებმა შეძლონ თავიანთი უფლებების დაცვა და დაცული იყვნენ სამართლებრივი სირთულეების დროს.