პროექტები

ქალების გამძლეობის გაძლიერება ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ძალადობის (TFGBV) წინააღმდეგ

პროექტის აღწერა:

პროექტი მიზნად ისახავს დეზინფორმაციისა და მისი ტაქტიკების შესწავლას, განსაკუთრებული ყურადღებით იმ ზეგავლენაზე, რომელსაც იგი საქართველოში ქალებსა და გოგოებზე ახდენს. კვლევის შედეგად შექმნილი ცოდნა გახდება საფუძველი როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოებრივი დონეზე განხორციელებული ინფორმაციული კამპანიებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს პრობლემის აღქმასა და მასთან ბრძოლას.

ინიციატივა გააძლიერებს ქალებს პიროვნული და საზოგადოებრივი დონეზე, უზრუნველყოს მათი ჩართულობა როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეებში უსაფრთხო და მხარდაჭერილ გარემოში. ამავდროულად, პროექტი გააღრმავებს სოლიდარობას გენდერული თანასწორობისთვის და ხელი შეუწყობს ქალთა აქტიურ მონაწილეობას ცხოვრების ყველა სფეროში, სადაც მათი ხმა და გამოცდილება აუცილებელია.

პარტნიორი/დონორი: IREX

პროექტის ხანგრძლივობა: 29.02.2024 — 25.03.2025 (Cancelled)

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 97,336 აშშ დოლარი. (ბიუჯეტი ბოლომდე არ გახარჯულა, რადგან პროექტი შეწყდა IREX-ის მხრიდან)