ევროპის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, სტრასბურგში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების კავშირების გაძლიერება, ადვოკატირების უნარების განვითარება და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტებზე ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრას საფარის დირექტორის მოადგილე ეკატერინე მუზაშვილი დაესწრო. მან საქართველოში ქალების უფლებების დაცვის გამოცდილებასა და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნასა და რუსული ტიპის რეპრესიებზე ისაუბრა. ასეთი ინიციატივები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის ევროპულ ინსტიტუტებთან პირდაპირი კავშირის დამყარება დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში დიდ როლს ასრულებს.
პროგრამა, რომელსაც ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი (HRHF) ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, მოიცავს ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებსა და კომუნიკაციის კამპანიებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის უფლებადამცველების დაკავშირებას და საერთო მიზნების გარშემო გაერთიანებას.
სრული ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იხილეთე ამ ბმულზე.