"საფარის" საქმეები / სიახლეები

სუროგატი ქალების საქმეზე დაკავებულია კომპანია “ქინდერლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი

სუროგატი ქალების საქმეზე პროკურატურამ კომპანია “ქინდერლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი დააკავა, ხოლო მეორეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა.

ქალების უფლებებს საფარი იცავს – საქმეში იურისტი ნინო ანდრიაშვილი არის ჩართული. შეგახსენებთ, რომ კომპანია “ქინდერლის” ქალები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა, შემდეგ კი ჰონორარის გარეშე, გაუსაძლის სოციალურ პირობებში, საცხოვრისის და საკვების გარეშე ტოვებდა.

საფარი პროკურატურისგან ვითხოვდით, საქმე ტრეფიკინგის მუხლით ეწარმოებინა და ქალებისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა, საბოლოოდ, საქმის ფარგლებში მოპოვებული არასაკმარისი მტკიცებულების გამო, “ქინდერლის” ხელმძღვანელები დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.

საქმეში ჩართული საფარის იურისტი ნინო ანდრიაშვილი “ქინდერლის” ხელმძღვანელობის დაკავებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, რადგან მათ ახალი კომპანია დაარსეს და აგრძელებდნენ იმავე უკანონო საქმიანობას. 

საფარი გავაგრძელებთ სუროგატი ქალების უფლებებისთვის ბრძოლას. ჩვენ კვლავ ვითხოვთ, რომ საქმეს ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მიენიჭოს და ყველაზე მკაცრი სანქციით დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც თვეების მანძილზე აზარალებდნენ სუროგატ ქალებს.