2026 წლის 3 მარტს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მისი საქმიანობის შემაჯამებელი საბოლოო ანგარიში წარუდგინა, სადაც იგი სხვადასხვა ქვეყნებში უფლებადამცველების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ამ გლობალური გამოწვევის გამოხატულებაა “უცხოეთის აგენტების” ფორმატის შემზღუდავი კანონების მიღებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლა, კონკრეტულად საფარზე, როგორც ქალთა უფლებათა დამცველ ორგანიზაციაზე, რომელიც შემზღუდველი კანონმდებლობიდან და საქმიანობის კრიმინალიზაციიდან გამომდინარე პარალიზებულია და ვეღარ ახერხებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც მოქმედებს როგორც მიუკერძოებელი საზედამხედველო რგოლი. მისი მანდატი მოიცავს მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, ფაქტების შესწავლას და საჯარო ანგარიშების მომზადებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტურ დასტურად ითვლება.



