პროექტები

პროექტი “8 მარტი – მეტი ქალი პოლიტიკაში!”

8 მარტის – ქალთა საერთაშორისო დღის – აღსანიშნავად, კავშირი “საფარის” ხელშეწყობით, ქალთა მოძრაობამ დაგეგმა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

  1. 15:00 საათზე მსვლელობა/მარში რესპუბლიკის მოედნიდან ყოფილი პარლამენტის შენობამდე.
  2. ყოფილი პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათზე გაიმართება აქცია სადაც სიტყვით გამოვლენ ქალთა მოძრაობის აქტივისტები და ქალი პოლიტიკოსები და გააჟღერებენ ქალთა მოძრაობის მანიფესტსა (მანიფესტის ტექტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე: https://georgianwomenmovement.wordpress.com/about/) და ხედვას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის შესახებ.
  3. 17:00 საათზე, გუდიაშვილის სკვერში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა ქალთა სოციალური საწარმოების პროდუქციისა. საქართველოს მასშტაბით მოხდება ქალთა სოციალურ საწარმოებს იდენტიფიცირება, მათი ჩამოყვანა და მათი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ამ გამოფენა-გაყიდვით მიღებული თანხები ამავე სოციალური საწარმოების მიხედვით იქნება მიზნობრივად გახარჯული.
  4. ცნობიერების ამაღლება ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე და 8 მარტზე გაგრძელდება მთელი პროექტის განმავლობაში.
  5. გადავიღებთ სოციალურ კლიპს, რომელიც ხაზს გაუსვამს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და წარმოაჩენს არსებულ პრობლემატიკას. სოციალურ კლიპს გავუშვებთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და შეძლებისდაგავარად კომერციულ არხებზეც, ვინაიდან სოციალური რეკლამის განთავსება უფასოა. სოციალური კლიპი ემსახურება საზოაგდოების ცნობიერების ამაღლებას.
  6. 2015 წლის 8 მარტის შესახებ გადავიღებთ 10-15 წუთიან დოკუმენტურ ფილმს. ფილმში ასახული იქნება 8 ამრტის საორგანიზაციო შეხვედრები, სმვლელობა-მარში, სიტყვით გამომსვლელები და გამოფენა-გაყიდვის კადრები. ფილმს განვათავსებთ ქალთა მოძრაობის და საფარის ვებ გვერდსა და ფეისბუქ გვერდებზე. პრატქიკუალდ მოხდება 8 მარტის დოკუმენტირება აუდიო-ვიდეო საშუალებით.

აქტივობების განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით. პროექტის ხანგრძლივობაა ერთი თვე – 23.02.2015-დან, 23.03.2015-ის ჩათვლით. პროექტის ღირებულებაა 3547$.