თანასწორობის პოლიტიკა

ირანში საფეხბურთო მატჩზე ხელოვნურ წვერ-ულვაშიანი ხუთი ქალი შეიპარა

ირანული საფეხბურთო კლუბის „პერსეპოლისის“ გულშემატკივარმა გოგონებმა მისაწებებელი წვერი, ულვაშები და პარიკები შეიძინეს, ჰიჯაბები გაიხადეს, კაცის სამოსში გამოეწყვნენ და ყველა წესის დარღვევით, საყვარელი გუნდის თამაშზე შეაღწიეს. მატჩი თეირანის სტადიონ “ასადიზე” ტარდებოდა.

ხუთი მამაცი გულშემატკივრის ფოტო „პერსეპოლისის“ ფანკლუბმა გამოაქვეყნა. ვიდეოზე, ქალები დანარჩენ მაყურებლებთან ერთად სკანდირებენ გამამხნევებელ შეძახილებს და აფრიალებენ დროშებს.

ფანების ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია: იმ დღეს „პერსეპოლისმა“ 3:0 ანგარიშით გაიმარჯვა და ირანის ჩემპიონიც გახდა.

მსგავსი ინციდენტები – ქალის მიერ საფეხბურთო მატჩზე შეღწევის მცდელობები – ირანში ხშირად ხდება, თუმცა, ისინი გამბედავი ქალების დაკავებით სრულდება. ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩზე დასწრება ეკრძალებათ, თუმცა, ამა წლის მარტში, ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს თეირანში ვიზიტის შემდეგ, ამ აკრძალვის გაუქმების პირობა დადო.

https://www.instagram.com/p/BiJYPStAOeK/?utm_source=ig_embed

წყარო: persianleague.com