დღეს 14 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკურულების შესრულების 2018 წლის ანგარიში. შეგახსენებთ, რომ თანასწორობის ქვეთავზე ევროპარლამენტთან მჭიდროდ თანამშრომლობს კავშირი „საფარი“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსთან პარტნიორობით. ბოლო სამი წლის განმავლობაში „საფარი“ პერიოდულად წარადგენს ალტერნატიულ ანგარიშებს და პოლიტიკის დოკუმენტებს ბრიუსელში ქალთა საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნულ ანგარიშში ევროპარლამენტი ეხმიანება ქალთა მდგომარეობას საქართველოში და „მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ქალები ყველა ფორმის ძალადობისაგან, სექსუალური შევიწროებისაგან დასაქმების ადგილას და საჯარო სივრცეში, და გაზარდოს ქალთა მონაწილეობა შრომით ბაზარზე და პოლიტიკაში, სადაც ისინი სათანადოდ წარმოდგენილები არ არიან.“
აღნიშნული საკითხები, სწორედ ის საკითხებია, რომელსაც „საფარი“ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ლობირებს საქართველოში, მათ შორის, სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირებას და ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. წელს „საფარმა“ პირველად მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზეც.
სრულყოფილი ანგარიში ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ.