ქალზე ძალადობა

ექიმებმა ფეხმძიმე დედის არბალეტით მკვლელობის შემდგომ ბავშვის გადარჩენა შეძლეს

(CNN) გაერთიანებული სამეფოს პრესის ასოციაციის თანახმად, ექიმებმა შეძლეს მუცლადმყოფი ჩვილის გადარჩენა, მას შემდეგ რაც მასზე ფეხმძიმედ მყოფი დედა, აღმოსავლეთ ლონდონში, არბალეტით ჩადენილი მკვლელობის შედეგად გარდაიცვალა.

დედაქალაქის პოლიცია ადასტურებს, რომ 50 წლის რამანოჟ უნმათალიგადო (Ramanodge Unmathallegadoo) ბრალდებულად იქნა ცნობილი ილფორდში, ორშაბათ დილით, ძალადობრივი თავდასხმის ჩადენაში, რომლის შედეგად 35 წლის სანა მუჰამმადი გარდაიცვალა.CNN-მა დაადგინა, რომ მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილი ქალის ყოფილი მეუღლეა.

სანა მუჰამმადი, რომელიც წინათ  დევი უნმთალიგადოდ მოიხსენიებოდა, თავდასხმის დროს რვა თვის ფეხმძიმე იყო. ნაყოფს გასროლილი ისარი მცირედით ასცდა და სავადმყოფოში უსაფრთხოდ მოევლინა ქვეყანას.

მსხვერპლის ქმარმა, იმტიაზ მუჰამმადმა, გაზეთ ივნინგ სტანდარტთან განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი მათი სახლის ბაღში, ფარდულში იმალებოდა, სანამ მათი  ხუთი შვილის თანდასწრებით თავდასახმას განახორციელებდა.

„თავიდან ვერ ვიშორებ იმ აზრს, რომ მას ჩემთვის განკუთვნილი ისარი მოხვდა, რომელიც ალბათ მე უნდა მომხვედროდა. ყველანი იქ ვიყავით, ეს საშინელება იყო“- თქვა მან ინტერვიუში.

„ის შესანიშნავი დედა და მეუღლე იყო, ჩვენ 7 წელი გავატარეთ ერთად. განადგურებული ვარ, ჩვენ განუყრელები ვიყავით“- ასევე აღნიშნა მან.

„ბავშვის დაბადების მომენტში, რომელიც 4 კვირის შემდგომ იგეგმებოდა, ისარი ჯერ კიდევ დედის სხეულში იმყოფებოდა“ – აცხადებს მეუღლე.

ბრალდებული, რამანოჟუნმათალიგადო,ბარკინსაიდის პირველი ინსტანციის  სასამართლოს წინაშე სამშაბათს წარსდგა. პოლიციელთა  განცხადებით, იგი სასამართლოში ხუთშაბათს კვლავ უნდა გამოცხადდეს.

რობ პიჩეტა, CNN