ანა სირბილაძე
პრეპარატი ესკაპელის დანიშნულებაა: გამოიყენება ორსულობის შანსის შესამცირებლად, დაუცველი სექსის შემდეგ.
ესკაპელი არის დაუცველი სექსის შემდეგ მისაღები წამალი, ან კონდომის გახევის, აბის დავიწყების ან რაიმე მოულოდნელი შემთხვევის დროს. ესკაპელი ვერ გამოიყენება, როგორც მუდმივი კონტრაცეფცია. ინგლისურად ამ სახის კონტრაცეფციას ჰქვია: emergency contraception, plan b. ორივე სახელი მიგვანიშნებს, რომ ისინი არ გამოიყენება, როგორც მუდმივი მეთოდები.
გსმენიათ Planned Parenthood-ის შესახებ? ვისაც არა, ეს არის ამერიკის ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც ათეული წლებია, მუშაობს ქალთა ჯანმრთელობაზე, მათ შორის უზრუნველყოფს აბორტისა და კონტრაცეფციის სერვისებს. მათი რეკომენდაციის მიხედვით, ესკაპელის გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ ის უკვე მიიღეთ 1 თვის წინ. ასევე, მათი ინფორმაციით, წამლის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება იშვიათად, მხოლოდ და მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში (“ჩემს ქმარს/პარტნიორს/შეყვარებულს კონდომი არ უნდა” – ეს არ არის გამოუვალი სიტუაცია).
რისგან შედგება? ის შედგება Levonorgestrel-ისგან, რომელიც არის progestin ჰორმონი, ანუ ესკაპელს თუ მიიღებთ და მერე კიდევ სხვას იყიდით, რომელიც ასვეე Levonorgestrel-ისგან შედგება, დიდი განსხვავება არ იქნება, ანუ იგივეს იღებთ, ანუ “ცუდად იქცევით”. ბრენდის დასახელებებს არ აქვს მნიშვნელობა.
წამალი შეიძლება მოქმედებაში შევიდეს სხვა წამლებთან ან ზეგავლენა იქონიოს ჯანმრთელობის უკვე არსებულ მდგომარეობაზე.
რისთვის ვერ გამოვიყენებთ ესკაპელს?
ესკაპელი ვერ დაგიცავთ აივ და სხვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან;
ესკაპელი არ გამოიყენება, როგორც მუდმივი კონტრაცეფცია და ორსულობისგან თავის დაცვა;
ესკაპელი ვერ შეწყვეტს უკვე არსებულ ორსულობას.
ესკაპელის ხშირი გვერდითი მოვლენებია:
თავის ტკივლი;
პირღებინება ან კუჭის ტკივილი;
მკერდის შესიება ან/და ტკივლი;
მენსტრუაციის არევა;
უფრო გრძელი და მძიმე მენსტრუაცია;
მოულოდნელი სისხლდენა (მენსტრუაციებს შორის სისხლდენა);
მუცლის ტკივილი;
დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება.
ნაკლებად ხშირი:
მხედველობის პრობლემები (blurred vision);
მძიმე სისხლდენა;
ქავილი ვულვის არეში;
ტკივლი სექსის დროს;
გულისცემის შენელება ან აჩქარება;
ვაგინალური გამონადენი (თეთრი ან მოყავისფრო).
ზოგადი ზეგავლენა ქალის ჯანმრთელობაზე: წამლის მრავალჯერადი მოხმარება თავდაყირა აყენებს ქალის ორგანიზმს, ახდენს ჰორმონული ფონის არევას, რამაც შეიძლება სხვადასხვა შედეგი მოიტანოს ქალის სხეულსა და ჯანმრთელობაზე.
რა გამოვიყენოთ ესკალპელის ალტერნატივად? ესკაპელის გამოყენების შემდეგ, სასურველია, იზრუნოთ მუდმივ თავდაცვაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, სპირალი, აბები, კონდომი, იმპლანტი, ვაგინალური სანთლები, ვაგინალური აბები, დიაფრაგმა. ვისაც ჰორმონები არ მოსწონს, არსებობს სპილენძის სპირალიც.