სტატიები

ისტორიული მოვლენა – აშშ-ში STEM-ის ეროვნული კონკურსის ხუთივე საუკეთესო ჯილდოს გოგონები დაეუფლნენ

STEM – აბრევიატურაა, რომელიც შემდეგნაირად იშიფრება: S – science, T – technology, E – engineering, M – mathematics, ანუ: მეცნიერება, ტექნოლოგია, საინჟინრო საქმე, მათემატიკა. დასახელებული პროგრამა ხელს უწყობს ბავშვებში მოცემული სფეროების მიმართ ინტერესის ჩამოყალიბებას და საუკეთესო კანდიდატებს მომავლის წარმატებისკენ მიმავალ გზას უხსნის.

წელს, აშშ-ის ეროვნულ კონკურსზე STEM Broadcom MASTERS, აღსანიშნავი მოვლენა მოხდა: კონკურსის ისტორიაში პირველად, ხუთივე საუკეთესო ჯილდოს გოგონები დაეუფლნენ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკურსში მონაწილე საშუალო სკოლის 2348 მოსწავლეს შორის, გოგონათა რიცხოვნებამ, ბიჭების რაოდენობას გადააჭარბა.

ფინალისტების შეფასების კრიტერიუმები იყო 21-ე საუკუნისთვის შესაბამისი სტანდარტები კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, ერთობლივი და ჯგუფური მუშაობის კუთხით. ეს ხუთი ფინალისტია:

ალაინა გასლერი (Alaina Gassler)

გასლერი – 14 წლის გოგონაა ვესტ-გროუვიდან (პენსილვანიის შტატი), რომელმაც სამუელის ფონდის პრიზი (Samueli Foundation Prize) მოიგო, 25 000$-ის ოდენობით, ავტომობილებში ბრმა არეების შემცირების სფეროში.

საიდორ კლერი (Sidor Clar)

კლერი 14 წლის მოზარდია სენდიდან (იუტას შტატი), რომელმაც მარკონი/სამუელის პრემია (Marconi/Samueli Award) მიიღო ინოვაციების სფეროში, 10 000$-ის ოდენობით. კლერმა გამოიგონა აგურები, რომელთა დამზადებაც შესაძლებელია მარსზე, რათა, კოსმოსის მკვლევარებს პლანეტაზე სამშენებლო მასალების ზიდვა არ დასჭირდეთ.

რეიჩელ ბერჯი (Rachel Bergey)

14 წლის ბერჯი ჰარლისვილდანაა (პენსილვანიის შტატი), რომელმაც ლემელსონის პრემია (Lemelson Award) მოიგო 10 000$-ის ოდენობით, ინვაზიური სახეობის – ლაქებიანი ციცინათელის (Spotted Lanternfly) ხაფანგის შემუშავებისთვის, რომელიც პენსილვანიის ხეებს ანადგურებს.

ლორენ ეჯაგა (Lauren Ejiaga)

ეჯაგა 14 წლის გოგონაა ახალი ორლეანიდან (ლუიზიანას შტატი), რომელმაც მოიგო STEM Talent Award, 10 000$-ის ოდენობით, იმის კვლევისთვის, თუ რა გავლენა აქვს ულტრაიისფერ სხივებს მცენარის ზრდისა და ნაყოფიერების პროცესზე.

ალექსის მაკავოი (Alexis MacAvoy)

მაკავოი 14 წლის ჰილსბოროელი მოზარდია (კალიფორნიის შტატი), რომელმაც რობერტ ვუდ ჯონსონის ფონდის პრემია (Robert Wood Johnson Foundation Award) მიიღო ჯანდაცვის სფეროში, 10 000$-ის ოდენობით, ნახშირბადის გამოყენებით წყლის ფილტრის შემუშავებაში, რომელიც წყალს მძიმე მეტალებისგან ფილტრავს.

fempositive.com