"საფარის" აქტივობები / კოალიცია თანასწორობისთვის

საფარი “კოალიცია თანასწორობისთვის” ახალი თავმჯდომარეა

კავშირი საფარი „კოალიცია თანასწორობისთვის“ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საფარს“ ერთი წლის ვადით გადასცეს გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. წესდების მიხედვით, კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ.

კავშირი „საფარი“ 2001 წლიდან მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. ორგანიზაციის მისია თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნაა.

გასული 2 წლის განმავლობაში კოალიციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხელმძღვანელობდა.

“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.


http://equalitycoalition.ge/ge/post/koaliciis-tavmjdomare-organizacia-kavshiri-safari-gakhda

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation

საფარი/Sapari

Women’s Initiatives Supporting Group

”Article 42 of the Constitution” – ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”

ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative