სტატიები

კითხვები, რომელთა დასმაც პატარა გოგონებისთვის სადღესასწაულო პერიოდში შეგვიძლია

იწყება სადღესასწაულო პერიოდი, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობისა და უფრო მეტი სიახლოვის საშუალებას გვაძლევს. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად კომპეტენტურნი ვართ გოგონების უფლებებისა და შესაძლებლობების განვითარების საკითხებში, დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ პატარა გოგონებს სხვადასხვა სტერეოტიპული რამ ვუთხრათ, მაგალითად, კომენტარები მათ გარეგნობაზე. ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება გვკარნახობს, რომ გოგონებთან საუბრის გაბმა პირველ რიგში მათი გარეგნობის ან ჩაცმულობის შექებით უნდა დავიწყოთ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი გოგონა საკუთარი გარეგნობით უკვე პირველი კლასიდან ინტერესდება, დროა, მათ დავეხმაროთ გარეგნობაზე ზედმეტად ყურადღების მიქცევის გადალახვაში.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარტივი კითხვები შესაძლებლობას მოგცემთ, თუნდაც სადღესასწაულო, ან არასადღესასწაულო პერიოდებში, ძალდატანების და სტერეოტიპების გარეშე გავუბათ საუბარი გოგონებს. ეს კითხვები ინტერესთა გაცილებით ფართო სფეროს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ გარეგნობაა, და გოგონებს მათი ინტერესების გაფართოებაზე ფიქრში დაეხმარება.

ყველაზე მეტად რა მოგწონს სადღესასწაულო საღამოებზე?

ვისი ხილვა გიხარია ყველაზე მეტად ამ დღესასწაულზე?

შენს ოჯახში თუ არსებობს სადღესასწაულო ტრადიციები, რომლებიც გიყვარს?

რისი სწავლა/შესწავლა მოგწონს?

რომელია შენი საყვარელი წიგნი?

რომელია შენი საყვარელი ფილმი ან სერიალი?

ვინაა შენი საუკეთესო მეგობარი? როგორები არიან ისინი?

რა არის შენი ჰობი? გასართობად რის გაკეთება გიყვარს?

როცა გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?

შინაური ცხოველები თუ გყავს? თუ კი, იქნებ მომიყვე მათ შესახებ?

ნებისმიერ მუსიკალურ საკრავზე დაკვრა რომ შეგეძლოს, რომელს ამოირჩევდი?

ნებისმიერ ქვეყანაში წასვლა რომ შეგეძლოს, რომელს ამოირჩევდი?

ხატვა გიყვარს თუ გაფერადება?

რომელია შენი საყვარელი სათამაშო?

რომელი სიმღერა გიყვარს საცეკვაოდ?

შენს ქალაქში ყველაზე მეტად რა მოგწონს?

ისტორიაში რომელ პერიოდში იცხოვრებდი?

წარსულში ან აწმყოში, ნებისმიერ ცნობილ პიროვნებასთან შეხვედრა რომ შეგეძლოს, ვინ იქნებოდა იგი?

რომელია შენი საყვარელი ზღაპარი?

მეცნიერი რომ იყო, რას შეისწავლიდი?

გამომგონებელი რომ იყო, რისი გამოგონება მოგინდებოდა?

სუპერძალას რომ ფლობდე, რომელს აირჩევდი? რომელი სუპერგმირის სახელს აიღებდი?

ნებისმიერ წარმოსახვით სამყაროში რომ შეგეძლოს ცხოვრება, როგორი იქნებოდა იგი?

სპორტის რომელ სახეობაში გსურს შენი ძალების მოსინჯვა?

რომელია შენი საყვარელი ცხოველი და რატომ?

თუ გსურს, იყო ცნობილი ადამიანი, რითი გინდა, სახელი გაითქვა?

როგორ ფიქრობ, რა არის მსოფლიოში ყველაზე საინტერესო სამუშაო?

ვინმემ 100$ რომ მოგცეს, რა გააკეთებდი? მილიონი?

ღია ცის ქვეშ რა თავგადასავალს ისურვებდი?

amightygirl.com