სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

პაკისტანელმა გოგონამ პენისი მოაჭრა კაცს, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა

პაკისტანში, პენჯაბის შტატში, გაუპატიურების მიზნით მეზობელ ქალთან შეჭრილი მოძალადე ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ რითი დასრულდებოდა მისი ძალადობრივი ქმედება.
ქალაქ იარანვალის პოლიციის განყოფილებაში, მსხვერპლის მამის საჩივარი შევიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დანით შეიარაღებული 30 წლის ეჭვმიტანილი მის სახლში შეიჭრა და მის 24 წლის გოგონას მუქარით გაუპატიურება დაუპირა. გოგონა დასწვდა სამზარეულოს დანას და მოძალადეს სასქესო ორგანო მოაჭრა, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი არაადამიანური ღრიალით გავარდა სახლიდან.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საავადმყოფოშია მოთავსებული, სამართალდამცავების ზედამხედველობის ქვეშ. მან არათუ უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება, არამედ ქალი თავად დაადანაშაულა იმაში, რომ სახლში შეიტყუა, შემდეგ კი თავს დაესხა.
ყოველწლიურად, პაკისტანში ასობით ქალს აუპატიურებენ, და ეს დანაშაულები, ძირითადად, დაუსჯელი რჩება, შესაბამისი კანონმდებლობის ნაკლოვანებებისა და მსხვერპლების მხრიდან პოლიციაში დაბალი მიმართვიანობის გამო.
გარდა ამისა, პაკისტანელი ქალების დაახლოებით 70-90%-ს გამოუცდია ცხოვრების მანძილზე ოჯახში ძალადობა, ხოლო ქორწინებაში გაუპატიურება აქ სრულიად მიღებული და გავრცელებული პრაქტიკაა.

timesofislamabad.com