კოალიცია თანასწორობისთვის

ლიფლეტი “დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმები საქართველოში”

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით შექმნილმა “კოალიციამ თანასწორობისთვის”, რომელიც შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს: “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, “საფარი”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და “იდენტობა”, დისკრიმინაციის თემაზე საინფორმაციო ხასიათის მრავალენოვანი ლიფლეტი გამოუშვა.

იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მის გაცნობასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნოდა, ლიფლეტი მრავალენოვანია: ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. მასში საუბარია დისკრიმინაციის არსზე, მის ფორმებზე, მის მექანიზმებზე საქართველოს კანონმდებლობაში, აგრეთვე, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის მოცემულია საჭირო და სასარგებლო მასალა და ცხელი ხაზის ნომერი, რომელთან დაკავშირებაც დისკრიმინაციის მსხვერპლ მოქალაქეს მუდმივად შეეძლება. ლიფლეტში ჩამოთვლილია დიკსრიმინაციის კონკრეტული მაგალითები, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეს დისკრიმინაციის  რაობის შესახებ.

გთავაზობთ ხუთივე ენაზე გამოცემული ლიფლეტების ელექტრონულ ვერსიებს: