ოჯახში ძალადობა

COVID-19-ის იზოლაციამ, შესაძლოა, ოჯახში ძალადობისთვის წამახალისებელი პირობები შექმნას

იმ დღეს, როდესაც საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა ქვეყნის 15-დღიანი იძულებითი გაჩერების შესახებ გამოაცხადა, იქვე გაჩნდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა პოტენციური ზრდის საფრთხე: ამის მაგალითი ჩინეთში უკვე გვახსოვს.

“შექმნილი კრიზისმა და კარანტინმა, სამწუხაროდ, შესაძლოა, ოჯახში ძალადობას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნას. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ და იქიდან გაქცეულ ქალებთან დაკავშირებული სიტუაცია ნამდვილად იძლევა შეშფოთების საფუძველს”, – განაცხადა მარლენ შიაპამ (Marlène Schiappa), საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა გენდერული თანასწორობის საკითხებში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მართალია, საფრანგეთში სასამართლოების მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ ოჯახში ძალადობის საქმეები განიხილება, და რომ სამთავრობო ვებგვერდი Arretons Les Violences (შევაჩეროთ ძალადობა!) ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას, მაგრამ საგანგებო დახმარების სამსახური ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შეზღუდული ფორმატით იმუშავებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოელაპარაკა Fédération Nationale Solidarité Femmes-ს (ქალთა სოლიდარობის ეროვნული ფედერაცია), რათა ცხელმა ხაზმა შეუფერხებლად იმუშაოს.

“სასტიკ ადამიანთან პირისპირ ყოფნა სახიფათოა. ქუჩაში გასვლა რეკომენდებული არაა. გაქცევა აკრძალულია. თუ დახმარება გჭირდებათ, დარეკეთ ცხელ ხაზზე”, – ნათქვამია ფრანგი ფემინისტების ჯგუფის NousToutes-ის განცხადებაში.

ასევე, წარმოიშვა აშშ-სა და ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული იზოლაციის შედეგად ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაზრდის საფრთხე; მოძალადე ქცევების ადამიანები იზოლირებულნი არიან სხვებთან ერთად.

“კრიზისებისა და სტიქიური უბედურებების დროს, ოჯახში ძალადობის რიცხვი იზრდება. როდესაც ცხოვრების ნორმალური რითმი ირღვევა, მსხვერპლები, ძირითადად ქალები, შესაძლოა, გაძლიერებული ძალადობის ქვეშ მოექცნენ და სოციალური და ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. ის ფინანსური არასტაბილურობა კი, რომელიც ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მოძალადეების მიტოვების საშუალებას ართმევს, შესაძლოა, კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავოს”, – ამბობს იურგიტა პეჩიურიენე (Jurgita Pečiūrienė) ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტიდან (European Institute for Gender Equality).

ჩინეთის მთავრობის მიერ COVID-19-ის აფეთქებასთან დაკავშირებული ზომების გატარების შემდეგ, მოქალაქეების 14-დღიანი თვითოზოლაციის დროს, ოჯახში ძალადობის დარეგსტრირებულმა შემთხვევებმა მოიმატა.

აშშ-ში გასულ უქმეებზე ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული ცხელი ხაზის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოჯახში მოძალადეებმა, შესაძლოა, იძულებითი ზომების გატარება მათთვის სასარგებლოდ გამოიყენონ.

“ბოროტად გამოყება ეხება ძალაუფლებასაც და კონტროლსაც. როცა მსხვერპლი იძულებულია, ხშირად დარჩეს შინ, მოძალადის სიახლოვეს, ეს უკანასკნელი მის გასაკონტროლებლად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის – ისეთ სამედიცინო პრობლემასაც, რასაც COVID-19 ჰქვია”, – ნათქვამია განცხადებაში.

euractiv.com