სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს” შრომით ურთიერთობებში ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ორსულ ქალს შრომითი ხელშეკრულება მისი მდგომარეობის გამო არ გაუგრძელეს. ომბუდსმენი განმარტავს, რომ აღნიშნული დისკრიმინაციას წარმოადგენს.
რეკომენდაციის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.