როგორც მოგეხსენებათ, საფარი კვლავ განაგრძობს თქვენი შემოწირულობების მობილიზაციის წყალობით რეგიონებში გასვლებს და მცირეშემოსავლიანი ოჯახების აუცილებელი პროდუქტებით მომარაგებას.
მარნეულის კვალდაკვალ, საქველმოქმედო აქციამ ამჯერად საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ მცირეშემოსავლიან ოჯახებს მიაკითხა. ტრადიციულად, ოჯახებს საკვები, ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები დაურიგდათ.
ჯამში შემოსული 2440 ლარით, დახმარება 35 ოჯახზე გადანაწილდა.
შ.მ., პენსიონერი მარტოხელა ქალი: “ვირუსის გავრცელების შემდეგ, ცხოვრება გაცილებით გაგვირთულდა: პროდუქტების ფასი გაძვირდა, ბაზარი დაიკეტა… ადრე მეზობლების ბავშებს ვთხოვდი, ჩემთვის რაღაცები ეყიდათ, ახლა გარეთ არც არავინ ჩანს… ძალაინ დროულად მოვიდა თქვენი დახმარება. მადლობა ყველას, ვინც ამ აქციაში მიიღო მონაწილეობა…”.
ფ.მ.: “ხუთი შვილი მყავს. ოჯახში ათნი ვართ. ვირუსის გამო, ყველანაირი შემოსავალი შეგვიწყდა, არც დანაზოგი გვაქვს. მადლობა მათ, ვინც ასე რთულ დროს ჩვენზე იფიქრა და თავისი ლუკმაპური გაგვინაწილა”.