"საფარის" აქტივობები / დონაციის სიახლეები / ლგბტქი / სოციალური დახმარება

ტრანსგენდერი ქალების დასახმარებლად

ტრანსგენდერი ადამიანები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაუცველი ნაწილია. ამიტომ, კორონავირუსის პანდემიისას, ისინი ყოველდღიურად განსაკუთრებულად მძიმე რეალობის წინაშე დგანან.

ამის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია ის დახმარება, რომელსაც ისინი საზოგადოებისგან უნდა გრძნობდნენ.

25 ტრანსგენდერი ქალის 1 თვის ბინის ქირის დასაფარად, რომ არ დარჩნენ ქუჩაში, სასწრაფოდ საჭიროა 11 000 ლარი. საზოგადოების ჩართულობით, უკვე მოგროვებულია თანხის ნაწილი, რომელსაც აკლია 3000 ლარი.

გთხოვთ, მივიყვანოთ ბოლომდე ეს საქმე და გავაზიაროთ ანგარიშის ნომერი მაქსიმალურად, რადგან მცირე რაოდენობა მხარდამჭერების გარდა, არავინ ზრუნავს მათზე.

სახელმწიფო არ რეაგირებს, არ აღიარებს მათ მოქალაქეებად.

ჩვენი ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მიმღები – ნატალია ფერაძე
GE04TB7890745061100120
GE33BG0000000162712187