სტატიები

სიმონ დე ბოვუარის “ზედმეტად ინტიმური” რომანი მალე დღის სინათლეს იხილავს

წელს, პირველად გამოიცემა ფემინისტი მწერლის სიმონ დე ბოვუარის რომანი «Les Inséparables» («განუყრელნი»). ბოვუარმა იგი 1954 წელს დაწერა, “მეორე სქესის” გამოსვლიდან 5 წლის შემდეგ. რომანი ორი გოგონას მეგობრობის შესახებ გვიამბობს, რომლებიც კულტურულ ნორმებსა და იმის შესახებ წარმოდგენებს უმხედრდებიან, თუ როგორი უნდა იყოს ქალი. მათი ამბავი სიმონ დე ბოვუარისა და ელიზაბეტ “ზაზა” ლაკუენის (Elisabeth “Zaza” Lacoin) ნამდვილ მეგობრობაზე მოგვითხრობს. სამწუხაროდ, ელიზაბეტი 21 წლისა გარდაიცვალა.

რომანის გამომცემლებმა ივარაუდეს, რომ ბოვუარმა იგ ზედმეტად პირადულად მიიჩნია, რათა იგი მის სიცოცხლეში გამოსულიყო. ასევე, მწერლის მემუარებიდან ცნობილია, რომ მის პარტნიორს, ჟან-პოლ სარტრს, რომანი არ მოეწონა, ავტორი კი მას დაეთანხმა. სიმონის შემოქმედების მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სიმონმა რომანი მნიშვნელოვნად იმიტომ არ მიიჩნია, რომ იგი პოლიტიკის შესახებ არ იყო.

რომანის ხელნაწერი ახლახან მწერლის მემკვიდრემ სილვი ლე ბონ-დე ბოვუარმა (Sylvie Le Bon-de Beauvoir) მის არქივებში იპოვა. სიმონმა სილვი სპეციალურად იშვილა, რომ მისთვის თავის ნაწარმოებებზე უფლებები გადაეცა და მათი გამოცემის შესახებ გადაწყვეტილებები მიეღო. სილვი ლე ბონ-დე ბოვუარი იხსენებს, რომ მაშინ, როდესაც სიმონმა რომანი დაასრულა, იგი უკვე ჩამოყალიბებული მწერალი იყო. “მან თავისი რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც არ მოსწონდა, გაანადგურა. მაგრამ ეს რომანი გადარჩა. თავისი არქივების შესახებ ასე მითხრა: “მოიქეცი ისე, როგორც სწორად ჩათვლი”, – იხსენებს სილვი.

რომანს საფრანგეთში ოქტომბერში გამოსცემენ. ინგლისურ ენაზე იგი 2021 წელს გამოვა.

theguardian.com