“კოალიციამ თანასწორობისათვის” გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, საქართველოს თაობაზე წარადგინა ანგარიში. ანგარიში აფასებს საქართველოს მეორე ციკლით გადასინჯვის შემდეგ (2015 წლის მოსმენა) გამოცემული რეკომენდაციების შესრულებას და მოიცავს 2015 წლიდან 2020 წლამდე პერიოდს.
ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების პროგრესს, სამართლებრივ ჩარჩოსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას აჯამებს შემდეგ საკითხებთან მიმართებით: ბავშვთა ოჯახური გარემო და ალტერნატიული ზრუნვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაცია და ეროვნული კანონმდებლობის მასთან ჰარმონიზაცია; ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობა; ლგბტ+ ადამიანების მიმართ არსებული სტიგმა და მათი უფლებების უგულებელყოფა; არადომინანტი რელიგიოური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის ნაკლებობა პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში; რასიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია, ანტი-მიგრანტული პოპულიზმი და უცხოელებისთვის თავშესაფრისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები.
კოალიცირუი ანგარიში 2020 წლის 8 ივლისს გაიგზავნა. საქართველოს მიერ მეორე ციკლის რეკომენდაციების შესრულების გადასინჯვა, მესამე ციკლის ფარგლებში, 2021 წლის იანვარშია ჩანიშნული.
ანგარიშის ხილვა შეგძლიათ აქ: Georgia_UPR