ეკონომიკაshe

ონლაინ სკოლა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე წარმატებით მიმდინარეობს

როგორც ვაანონსებდით, “საფარის” ორგანიზებით, 1 სექტემბერს დაიწყო ონლაინ სკოლა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

კურსი განკუთვნილია ქალთა საკითხებზე მომუშავე იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც უკვე აქვს ცოდნა და მუშაობს, ან მომავალში აპირებს მუშაობას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე.

სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა; ეკონომიკური ძალადობის კვლევა ხორვატიის გამოცდილებაზე დაყრდნობით; კოვიდის გავლენა და ეკონომიკის სტიმულირების გენდერული ასპექტები; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადვოკატირების სტრატეგიები და სხვ.

კურსს უძღვება ავსტრიელი ტრენერი. ასევე, მასში მონაწილეობას იღებენ ხორვატი და ქართველი ტრენერები. ონლაინ სკოლას ესწრებიან ქართველი და ხორვატი მონაწილეები.

ონლაინ სკოლა სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

პროექტი ხორციელდება Human Rights House Foundation მხარდაჭერით.