სიახლეები

ბაია პატარაიამ HRHF-თან ინტერვიუში რუსულ კანონზე ისაუბრა

საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ HRHF-თან (Human Rights House Foundation) ინტერვიუში რუსულ კანონზე, მისი მიღების მიზნებსა და შედეგებზე ისაუბრა.

“უცხოური აგენტის” კანონს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ქვეყნის შიგნით არსებული ყველა კრიტიკული ხმის მარგინალიზება და ჩახშობა” – თქვა ბაია პატარაიამ.  ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ამ კანონის მიღებას სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქალთა მოძრაობებსა და ორგანიზაციებზე.

“საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ქალთა ორგანიზაციაა, რომელიც ქალებს სხვადასხვა იურიდიულ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.ისინი, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობენ, ძირითადად ის ქალები არიან, რომლებსაც არ შეუძლიათ ადვოკატის დაქირავება დამოუკიდებლად, ან სჭირდებათ მხარდაჭერა. ეს შეიძლება იყოს ინფორმაციული  ან სოციალური მხარდაჭერა და სწორედ ამას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. „უცხოური აგენტის“კანონმდებლობის გამო, ქალებისთვის ეს შესაძლებლობები აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ქალები პირდაპირ დაზარალდებიან ამ სერვისების არ არსებობით.” 

გარდა ამისა, ბაია პატარაიამ ისაუბრა იმაზე, თუ რა ხერხებით ებრძვის ხელისუფლება აქტივისტებსა და უფლებათა დამცველებს, როგორ დევნის მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს და, რომ მიუხედავად ყველა მუქარისა, სამოქალაქო საზოგადოება მაინც ახერხებს, გააგრძელოს ბრძოლა.

სრული ინტერვიუ ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.