საფარის კვლევა: ტოქსიკური მასკულინობა, ახალგაზრდა ქალები და კაცები ...

2024 წლის 19 აგვისტოს, საფარს სამი არასრულწლოვანი შვილის დედამ მიმართა, რომელიც ქმარს მათ შორის არსებული სისტემატური კონფლიქტის გამო დაშორდა და საცხოვრებლად ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა. ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა ბავშვებისთვის ახალ სკოლაში სწავლის დაწყებას ნიშნავდა, რაც მათ უნდოდათ და ახარებდათ, ...

საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიაზეა წარდგენილი და მოკლე სიაში დასახელდა. მასთან ერთად პრემიის სამ მთავარ კანდიდატს შორის არიან უფლებადამცველი, პოლიტიკური აქტივისტი და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი აკიფ გურბანოვი, რომელიც 2024 წელს აზერბაიჯანში დააკავეს სხვა აქტივისტებთან ...

საფარი ეძებს კონტენტ კრეატორს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის. სამუშაო განაკვეთი: სრული  ანაზღაურება: 500 დოლარის ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით) ძირითადი ფუნქციები:   სხვადასხვა კამპანიებისთვის შესაბამისი კონტენტის მომზადება და საფარის სხვადასხვა არხებზე განთავსება; მარკეტინგის გუნდთან ერთად კამპანიების მოფიქრებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა; ქალთა და ...

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე აჭარასა და გურიაში. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით); ძირითადი ფუნქციები: ბენეფიციარების პირველადი კონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, SafeYou-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ); ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; საგამოძიებო მოქმედებებში ...

თებერვლის თვეში საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც აპლიკაცა Tinder-ის საშუალებით გაცნობილმა კაცმა სექსუალურად იძალადა. მიუხედავად შეხვედრაზე გაცხადებული თანხმობისა, ქალი მასთან სექსუალურ ურთიერთობას არ დათანხმებულა. მოძალადემ ის ბინაში გამოკეტა, ჯერ ფიზიკურად იძალადა მასზე, შემდეგ მოკვლით დაემუქრა და გააუპატიურა.  ბინიდან დაღწევისთანავე ქალმა პოლიციას ...

ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია საფარი ეძებს ოპერატორს აზერბაიჯანულენოვანი ცხელი ხაზისთვის.  ძირითადი ფუნქციები:   სატელეფონო ზარების მიღება და გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სერვისების შესახებ  აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება.  მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია მოიაზრებს სრულ განაკვეთზე მუშაობას, ოპერატორი ...

121 ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც. კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ...

6 ივლისს საფარმა მარნეულში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის ერთი ნაწილი გენდერული ნიშნით ჩადენილ ონლაინ ძალადობასა და ადრეულ ქორწინებაზე საუბარს დაეთმო. ამავე შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა და მომავალში შეძლებენ საფარის ორენოვანი ახალგაზრდული პლატფორმისთვის – ფანჯარა მოამზადონ ...

2024 წელს, საფარმა ჩაატარა კვლევა ქალთა მიმართ პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე რეაგირების შესახებ. კვლევაზე იმუშავა გოგა ხატიაშვილმა, ხოლო მისი შინაარსობრივი რედაქტორი ბაია პატარაია იყო. კვლევის მთავარი მიზანი იყო პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და ...

საფარმა, 28 ივნისსა და 5 ივლისს ახალციხესა და ახალქალაქში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის პირველი ნაწილი კიბერუსაფრთხოების, ონლაინ სივრცეში გენდერული ძალადობისა და ადრეული/იძულებითი ქორწინების თემებს დაეთმო. შეხვედრის მეორე ნაწილის ფარგლებში, კი ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა. ტრენინგის მონაწილეებს ...

საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ HRHF-თან (Human Rights House Foundation) ინტერვიუში რუსულ კანონზე, მისი მიღების მიზნებსა და შედეგებზე ისაუბრა. “უცხოური აგენტის” კანონს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – ქვეყნის შიგნით არსებული ყველა კრიტიკული ხმის მარგინალიზება და ჩახშობა” – თქვა ბაია პატარაიამ.  ...

2024 წლის 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ...

2024 წლის 1 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  56-ე სხდომა გაიმართა. საბჭოს სხდომის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სახლმა უმასპინძლა ღონისძიებას, რომლის მთავარი თემა იყო –  “მზარდი ავტორიტარიზმი და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე აღმოსავლეთ ევროპაში“.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საფარის აღმასრულებელი დირექტორი ბაია ...

საფარის თბილისის ოფისს მიმართა ქალმა, რომლის ყოფილმა ქმარმა პირველ მარტს მათი საერთო მცირეწლოვანი შვილი მოიტაცა და ქალს და მის ოჯახს ბავშვის ნახვის უფლებას არ აძლევდა. ამ შემთხვევამდე არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კაცს შვილის წაყვანა პარასკევს და მისი დედის საცხოვრებელ ...