წალკის რაიონში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 12 წელი მიესაჯა. საქმე დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ქალი მოძალადისგან ფეხმძიმედ იყო და მისი ვინაობა თავიდანვე დაასახელა. კაცი თავის ბრალს მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც ...

22 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართელობაში 2024 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე საფარის პროექტის – მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ქალთა პოლიტიკური გაძლიერება ლობისტმა მარნეულში, რაშან ზიადალიევმა, პროექტის ბენეფიციარი ქალების ჩართულობით ჩატარებულ ადვოკარტირების კამპანიებზე ისაუბრა და რეკომენდაციები წარადგინა. 2023 წელს ...

2023 წლის 15 სექტემბერს  საფარმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით  მიმართა. საქმე ეხებოდა 22 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსთავი 2-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ნიუსი, სახელწოდებით – ...

საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას! სიმბოლურია, რომ დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ აკაკისა და ილიას ძეგლთან, რომ ვისაუბროთ მომავლის იმ გზაზე, რომელიც ილიამ დაგვისახა. ჩვენს ევროპელ მეგობრებს ყოველთვის ესმოდათ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი სურვილი და ...

2 ნოემბერს საფარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის სათემო ცენტრის ბენეფიციარ ქალებსა და გოგონებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა,  ადრეული ქორწინების მიზეზებსა და შედეგებზე  ისაუბრეს. ასევე, ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმები და ისეთი პრობლემები მიმოიხილეს, როგორიცაა თვალთვალი, ადევნება და პირადი ინფორმაციის გავრცელება. შეხვედრა შედგა ...

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია – დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები. ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, ...

საფარი რენადა ზოროღლიანს, რომელსაც ქმარი შვილებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა,  პირველად მარტში შეხვდა და სომხეთში საფარის  პარტნიორი ორგანიზაციის – “Impact Innovations Institute” ხელშეწყობით, სასამართლო პროცესის გარეშე დაეხმარა, შვილებთან ურთიერთობა, გაეახლებინა. საფარის ბენეფიციარი – რენადა ზოროღლიანი  სომხეთში თავის ქმართან და ორ ...

ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. საპირისპიროდ, სანქცირების ...

23 ოქტომბერს, ქალთა მოძრაობამ, აქტივისტებმა აზერბაიჯანული თემიდან და ექსპერტებმა გამართეს კონფერენცია – დავასრულოთ ბავშვთა ქორწინება!  კონფერენციის მონაწილეებმა  ადრეული ნიშნობისა და ქორწინების პრობლემაზე ისაუბრეს. მათ ხაზი გაუსვეს ადრეული ქორწინების პრევენციისთვის უკვე არსებული კანონის მკაცრად აღსრულების აუცილებლობას და სახელმწიფოსადმი არსებული მოთხოვნები განიხილეს. ...

19 ოქტომბერს “საფარი” სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) წარმომადგენლებს შეხვდა და პროექტი – “ქალთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ხარისხიანი გამოძიების ხელშეწყობა” წარადგინა. შეხვედრის ბოლოს ორივე მხარე ამ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდა. პროექტის ფარგლებში “საფარი“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის ...

15 ოქტომბერს ” საფარი”  “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის” მარნეულელ ახალგაზრდებს შეხვდა. პროექტის -„საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაციის ხელშეწყობა“ – ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი საკითები განიხილეს, როგორიცაა: ნაადრევი ქორწინება – მიზეზები და შედეგები, ოჯახური ძალადობა და მისი ფორმები, გენდერული ...

29 სექტემბერს – 1 ოქტომბერს   “საფარმა”  3 დღიანი  გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.    შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა საფარის საქმიანობის ისტორიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომუნიკაციისა და ახალგაზრდული სტრატეგიების განახლება,  პლატფორმების “განძი”, “ფანჯარა” და “გააძლიერეს” სამომავლო განვითარებისა და ...

“საფარის” მიერ ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე ჩატარებული კვლევის მთავარ მიზანს რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის ან ქმრის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა.  ნაშრომში ეკონომიკური ძალადობა განსაზღვრულია, როგორც ქცევა, რომლითაც მოძალადე ...

13 ოქტომბერს “საფარმა” ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა.  ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს . პრეზენტაციის მთავარი მიზანი ჩატარებული კვლევის ძირითადი მიგნებების გაზიარება და ეკონომიკურ ძალადობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. კვლევის შედეგები  ...

კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ ...