12 მარტს დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ქალს იარაღის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა.  ქალი დახმარებისთვის საფარში ერთი თვის წინ, 11 თებერვალს მოვიდა. იქამდე, მრავალი თვის განმავლობაში, დაზარალებულმა პოლიციის რამდენიმე განყოფილებას, გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც ...

ფილმი გვიყვება პოლიტიკოსი ქალის ამბავს, რომელსაც მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან გამკლავება უწევს. ფილმის რეჟისორი სალომე საღარაძეა, სცენარისტი კი – ლაშა ბუღაძე. გენდერული დეზინფორმაციის სისტემატურად გავრცელება იწვევს ქალის მიმართ უნდობლობის, ხშირად ბრაზისა თუ სიძულვილის გაჩენას და გენდერული სტერეოტიპების გამყარებას. არ გაავრცელო ...

პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, განსაკუთრებული ყურადღებით დაფარულ და ნაკლებად ხილულ ძალადობის ფორმებზე. ინიციატივა ეხება სქესობრივი ძალადობის პრევენციასა და მისი შედეგების დაძლევას, ასევე თანამედროვე გამოწვევას — ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ძალადობის (TFGBV) გამოვლენასა და მასთან ...

8 მარტს, 19:30 საათზე, ქალთა მოძრაობისა და ფემინისტური ორგანიზაციების ინიციატივით, გაიმართება მარში – ქალები რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან პერფორმანსით დასრულდება. იმავე საღამოს, 21:00 სათზე, რუსთაველზე, საფარი მოკლე მხატვრული ფილმის ჩვენებას გამართავს. ფილმი გვიყვება პოლიტიკოსი ქალის ამბავს, ...

6 მარტს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი საფარს ეწვია. შეხვედრაზე საფარისა და საელჩოს წარმომადგენლებმა მიმდინარე მოვლენებზე, თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საფრანგეთის საელჩო უკვე მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული გარემოს შექმნას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. ...

პროექტის აღწერა: პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ინიციატივა მიზნად ისახავს მათი საჭიროებების უკეთ გააზრებას, უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას, შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ხელს შეუწყობს ...

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 26 აგვისტოს არასრულწლოვანი ნ.ხ-ის გაუპატიურების საქმეზე ზ.ხ. უდანაშაულოდ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა ბრალდებულის კონტაქტი დაზარალებულთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი დანაშაულის დასამტკიცებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას თანდართულ ფაილად, ...

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ქალებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთა გაძლიერება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ აქტიურ ლიდერებად და ადვოკატებად, რომლებიც შეძლებენ საკუთარი თემებისა და ინტერესების დაცვას დემოკრატიულ პროცესებში. ორი დღის განმავლობაში გამართული ინტენსიური ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა ...

კვლევა მიმოიხილავს კიბერძალადობის გავლენას გენდერულ უთანასწორობაზე, სახელმწიფოს როლს მისი პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ეფექტიანი პოლიტიკისა და მხარდაჭერის პროგრამების დანერგვისთვის. კიბერძალადობის მარეგულირებელი კანონმდებლობების მიმოხილვა ...

2024 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეა გოდოლაძის საქმეზე გამოიტანა განაჩენი, რომლითაც გაამართლა ოჯახში ძალადობაზე მსჯავრდებული კაცი. ვთვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ისევე, როგორც ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის მიერ გამოტანილი განაჩენი არის გენდერულად არასენსიტიური ...

კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თანამედროვე ციფრულ სამყაროში. პერსონალური მონაცემების დაცვა, კონფიდენციალურობის შენარჩუნება და კიბერშეტევების თავიდან არიდება მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვის. ხშირად, კიბერშეტევამ შეიძლება, გამოიწვიოს მონაცემთა გაჟონვა, ადამიანის რეპუტაციის შელახვა, ფინანსური ზიანი. კიბერუსაფრთხოების ეფექტური სტრატეგიები, როგორიცაა მონაცემთა დაშიფრვა, ძლიერი პაროლები ...

პირს, რომელმაც თანხმობის არ არსებობისას მასთან სახლში მისულ ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქალმა საფარს 2024 წლის თებერვალში მიმართა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, თუმცა მოძალადე არ დაუკავებიათ. ბრალის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებების – ქალის სხეულზე ...

გენდერული დეზინფორმაცია, როგორც წესი, ქალების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აკნინებს, და მიზნად ისახავს, ქალები ჩამოაცილოს საჯარო ცხოვრებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს პოლიტიკაში. ის ცდილობს, საჯაროდ აქტიური ქალები წარმოაჩინოს სულელებად, ამორალურებად, მატყუარებად და სუსტებად. ლუსინა დი მეკოს მიერ შემოთავაზებული განმარტების მიხედვით, გენდერული დეზინფორმაცია ...

პროექტის აღწერა: ქალი ამომრჩევლების გაძლიერება — წარმოდგენილი პროექტის მიზანია ქალების ხმა გახდეს მნიშვნელოვანი და გასაგონი საზოგადოებრივ სივრცეში, ხოლო მათი მონაწილეობა — გადამწყვეტი ქვეყნის მომავლის ფორმირებაში, ისე, რომ ეს მომავალი რეალურად ასახავდეს ქალების საჭიროებებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ...

პროექტის აღწერა: საფარი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მედია პლატფორმა „Pəncərə / ფანჯარა“-ს მეშვეობით, რათა მიაწვდინოს ხმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ჩართოს ისინი გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებრივ ...