„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე აჭარაში (ბათუმში). სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით); ძირითადი ფუნქციები: ბენეფიციარების პირველადიკონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe You-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ); ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება; სამართლებრივი ...
წელს თბილისის საკლუბო სცენა და ფესტივალები გაერთიანდნენ და ერთობლივად უჭერენ მხარს ქალების მოთხოვნას სქესობრივი დანაშაულის რეფორმის შესახებ. თბილისის გასართობი სივრცეებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა უფლებების დაცვა. მარტის თვე ყოველწლიურად ქალების გაძლიერებას ეძღვნება და კლუბებმა, საფართან ერთად, ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ორბელიანის სასახლეში ღონისძიება გამართა და ქალ უფლებადამცველებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ზურაბიშვილმა 5 უფლებადამცველი ღირსების მედლით დააჯილდოვა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დგანან ქალები საქართველოში. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ...
2022 წლის მაისში პოლონეთში, ქალაქ ლოძში მცხოვრებმა როზეტა ყალიჩავამ საფარის იურისტს, თამარ ლუკავას დახმარებისთვის მიმართა. ქალზე მისი ქმარი მრავალი წლის განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა. საფარმა საქმის კურსში საქართველოსა და პოლონეთის შინაგან საქმეთა ორგანოები ჩააყენა, მათ შორის შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ...
დღეს, 8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბებისა და ხელშეწყობისათვის, ორგანიზაცია ...
2023 წლის 18 თებერვალს საფარის იურისტმა აჭარაში, ნინო ირემაძემ, ხელვაჩაურის ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით სახალხო დამცველს მიმართა. ის ითხოვდა სკოლაში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, რადგან, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით უკვე წლებია, რაც გოგოებს უნიფორმის – ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანის ტარება ...
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყვეს. 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) ლიდერობით, შეიმუშავა დეტალური ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს ...
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განხილვა დაიწყო. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოპასუხე მხარეს, უკვე გაუგზავნა შეკითხვები არაადამიანურ მოპყრობაზე, რასაც განიცდიდნენ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები. საფარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზურნველობამოკლებულ ბავშვთა ...
საფარი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1500 დოლარის ეკვივალენტი ლარში ადმინისტრაციის უფროსის ძირითადი ფუნქცია – მოვალეობები: დაგეგმვა-განხორციელების პროცესის ზედამხედველობა, პროექტის მენეჯერსა და კოორდინატორებზე საქმის განაწილება-დელეგირება და განხორციელების მონიტორინგი; პროექტების ფინანსების ...
საფარს მომართა არასრულწლოვანმა გოგომ, რომელსაც პირი ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და მას სქესობრივ კავშირსა და სხვა სახის სქესობრივ ქმედებას აიძულებდა. მოძალადე 7 თებერვალს დააკავეს. უცნობმა პირმა არასრულწლოვანი გოგო სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეხვედრაზე დაითანხმა, სადაც მასთან სქესობრივი კავშირი ...
საფარის იმერეთის ოფისს დაუკავშირდა ქალი, რომელსაც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა სურდა. წყვილი 2015-2016 წლებში დაშორდა და ქალი, სამ შვილთან ერთად, საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა. განქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციამდე, 2019 წელს, კაცმა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საკუთრება თავის დას ...
საფარში უკვე 23 წელია ვიცავთ დაუცველ ადამიანებს და ვაძლიერებთ ქალებს. ვზრუნავთ ისეთი მომავლის შექმნისთვის, სადაც ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. 2023 წელს ჩვენმა სამართლებრივმა გუნდმა 1492 სამართლებრივი კონსულტაცია გასწია და 601 საქმე აწარმოა სასამართლოებში. წელს ორი უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩავატარეთ და ქალთა ...
29 იანვარს, საფარის კახეთის ოფისს დახმარებისთვის მიმართა ქალმა, რომელსაც ნაცნობი კაცი მოკვლით ემუქრებოდა. მანამდე, 5 იანვარს კაცის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, რომელსაც ის გამოცემის მეორე დღიდანვე სისტემატურად არღვევდა, მუქარას და ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აგრძელებდა. მუქარის მიზეზი კი ქალისგან ურთიერთობაზე მიღებული ...
2023 წლის 20 დეკემბერს, საფარი თიანეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საფარის საქმიანობას, ახალგაზრდულ პლატფორმებს, საფარის სერვისებსა და აპლიკაციას – Safe You გაეცნენ. ასევე, ისაუბრეს ადამიანის უფლებებებზე, ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე, და საფარის დაგეგმილ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის ...
21 დეკემბერს საფარის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა მიმოიხილეს. კვლევის შედეგები ბაია პატარაიამ, მკვლევარებმა – ლარისა პატარაიამ და თეო თავდიშვილმა წარადგინეს. ეს არის პირველი ქართული რაოდენობრივი კვლევა, რომელიც ეკონომიკური ძალადობის პრევალენტობას სიღრმისეულად სწავლობს. საფარის ...