ორგანიზაცია საფარში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. ბევრმა ფაქტორმა, რამაც ოჯახის წევრების ერთ სივრცეში ყოფნა გამოიწვია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოფითი კონფლიქტების რაოდენობის ზრდა განაპირობა. ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის მიზნით, “საფარმა” საქართველოში სომეხი პროგრამისტების მიერ შემუშავებული ონლაინ ...

2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, „საფარმა“ განცხადება წარადგინა. „საფარი“ აცხადებდა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ ასაკის ნიშნით დისკრიმინაციულ ...

ვარშავა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციიდან (ე. წ. სტამბოლის კონვენცია) გასვლისთვის ემზადება. პოლონეთის იუსტიციის მინისტრის ზბიგნევ ზებროს (Zbigniew Ziobro) განცხადებით, ქვეყანამ შესაბამისი პროცესი 27 ივლისს დაიწყო. „ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ქალთა ...

საფარი 2018 წლიდან იცავს ძალადობის  მსხვერპლი ქალის ე. ბ.-ს ინტერესებს. ის მოძალადე ი. მ.-ს მხრიდან განიცდიდა ადევნებას, მუქარასა და ძალადობას. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, მოძალადეს 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ი. მ.-მ კვლავ  ...

„საფარი“ იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის ეკატერინე გოგოლიშვილის ინტერესებს. ეკატერინე გოგოლიშვილმა სასამართლოს მიმართა სარჩელით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა, მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოთხსენებულ უწყებებს, მორალური ზიანის სახით, სოლიდარულად დაკისრებოდათ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; ასევე, ...

რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგანან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები საქართველოში დღეს? უფლებადამცველი ოლღა კალინა საუბრობს საკუთარი თავისა და საქმიანობის შესახებ. ავტორი ხატია ნიქაბაძე. ...

ავტორი: გიორგი ურჩუხიშვილი სავალდებულო კვოტირების კანონის მიღებას ვნებათაღელვა მოჰყვა: წავიდა დატოლებები, ვინ უფრო ქალების მხარეს არის, ვინ უფრო ფემინისტია და „აღმატებული“, „ჭკვიანი“, „პოლიტკორექტული“, „ქვიარაქტივისტი“, „პატრიოტი“, „არაკომუნისტი“, „არახალხისმტერი“. გაცოცხლდა არგუმენტი: „კვოტირება – ეს ხომ ხელოვნური ჩარევაა?!“. თითქოს მთელი საზოგადოება, პოლიტიკა, კულტურა ...

ავტორი ნათია ჩიქოვანი რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთი ქართული მაღაზიის Facebook გვერდზე ზღვის სეზონის თემატიკის ფოტოების კომენტარებში ქართველ მოდელებს აბულინგებდნენ. იქ რა ზიზღი, სისასტიკე და ჩაგვრაც ტრიალებდა, იშვიათად წამიკითხავს ქალის მიმართ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი ქეისი ნამდვილად იყო… მერე ამ ...

– კაცია საჭესთან, ხო? კაცი და მანქანა არ გამიგია მე! – გოგოები დგანან ბირჟაზე და წესიერად გაიარე! – ერთი ეს ბიჭი ჩამაბარებინა პატრონისთვის და მერე დავისვენებ! – ღამე რომელი წესიერი ბიჭი გინახავს გარეთ? – ყველა გოგო ნუ მოგყავს სახლთან, გიყურებენ ...

თავდაპირველად, მხატვარი ჟაკლინ სეკორი (Jacqueline Secor) აუდიტორიისთვის თავისი სერიის „ბუნების მრავალფეროვნება“ ჩვენებას არ აპირებდა. მან ვაგინების (ანატომიურად უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ ვულვების) გამოსახულებები იმისთვის შექმნა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემას – საკუთარი სხეულის მიუღებლობას (დისმორფოფობიური აშლილობა) გამკლავებოდა. ჟაკლინი გვიზიარებს, თუ ...

აპრილში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის კათედრის პროფესორის სარა გილბერტის (Sarah Gilbert) სამმა შვილმა, 21 წლის ტყუპებმა, რომლებიც ბიოქიმიას შეისწავლიან, გადაწყვიტეს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მიეღოთ მონაწილეობა. 58 წლის სარა გილბერტი ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობს. იგი მუშაობაში დღეს და ღამეს ასწორებს, ...

კოალიციის წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრის, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძალადობრივი მონაწილეობის, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და მოქალაქის მიმართ გამოყენების მცდელობის ფაქტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოვუწოდებთ დეპუტატის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. ...

ავტორი: ნინა სოკოლოვა ნება მომეცით, დავიწყო აღიარებით: «მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი!» დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ… #MeToo მოძრაობის ფენომენალური ზემოქმედების შედეგად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ თავს უწოდებს ფემინისტს, მიუხედევად ამისა, «მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი». ...

ავტორი: გიორგი ურჩუხიშვილი სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება გენდერულად უთანასწოროა. კვლევაში „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში[1]“, ვკითხულობთ, რომ საოჯახო საქმე გენდერულად განპირობებულია. სახლს ძირითადად ქალები ალაგებენ, ზრუნავენ ბავშვებზე, კაცები კი ამას არ აკეთებენ. გარდა ამისა, მრავალ შემთხვევაში ქმრები ძალადობენ ...

15 ივლისს, თამთა თოდაძის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა ჩატარდა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე – ისანი-სამგორის სამმართველოს XI განყოფილების უფროსი და შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მითითებული მოწმეები თოდაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შემდგომ, ...