"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

თამთა თოდაძის საქმეზე მოწმის სახით პოლიციის უფროსი და პატრულის თანამშრომელი დაიკითხნენ

15 ივლისს, თამთა თოდაძის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა ჩატარდა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ორი მოწმე – ისანი-სამგორის სამმართველოს XI განყოფილების უფროსი და შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. მითითებული მოწმეები თოდაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის შემდგომ, რეაგირების მიზნით, მივიდნენ მის საცხოვრებელ მისამართზე.

ჩვენების მიცემისას, მოწმეებმა ისაუბრეს თამთა თოდაძის სხეულზე არსებულ  დაზიანებებზე, რომელიც თავად ნახეს, აგრეთვე ყურადღება გაამახვილეს თოდაძის  ემოციურ მდგომარეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთაგან, ჯერ კიდევ დასაკითხია 16 პირი.

სასამართლოს მიერ, არსებითი განხილვის მომდევნო თარიღად განისაზღვრა მიმდინარე წლის 22 ივლისის 16:00 საათი.