ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ სომხეთის მოქალაქეებს და ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული საგანგაშო ვითარების გამო, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას გაუწიოს დახმარება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის მზადყოფნა გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯარო განცხადებაში დაადასტურა. ...
“საფარი” თქვენი შემოწირულობების შედეგად შემოსული თანხით ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას განაგრძობს. ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, ორგანიზაციამ უკვე თბილისელი ტრანსგენდერი ადამიანები მოინახულა და მათ პირველადი მოხმარების აუცილებელი პროდუქტები გადასცა. “პანდემიის პერიოდში, დღიდან დღემდე, თეთრებს ვითვლიდი, რომ თავი გამეტანა. ბოლოს, ეს თეთრებიც გამომელია ...
გასულ წელს, კავშირ “საფარს” დახმარების თხოვნით მომართა ქალმა, რომლის 10 წლის გოგონა არის მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი. გოგონა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა საფარის ადვოკატის თანდასწრებით. 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ...
14 მაისს, „საფარს“ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მარიამ კუბლაშვილის განცხადება ბაია პატარაიას წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საქმე ეხება ბაია პატარაიას მიერ 2019 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ით გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თამთა თოდაძის და ...
გაეროს კვლევის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს ქალების მიმართ წინასწარგანყობილი დამოკიდებულება გააჩნია. კვლევამ 75 ქვეყანა მოიცვა, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 80%-ითაა დასახლებული. მასში ნათქვამია, რომ კაცების 91%-ს და ქალების 86%-ს ქალების პოლიტიკაში, სამსახურში ან განათლების სფეროში ჩართულობასთან დაკავშირებით წინასწარგანწყობები გააჩნია. კვლევის ...
“საფარი” ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციას განაგრობს. დღეს, აუცილებელი პროდუქტები დაურიგდათ ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს. მარიამ ქაჯაია, “იდენტობას” აჭარის ოფისის ხელმძღვანელი: “ტრანსგენდერი სექს-მუშაკი ქალები, რომელთა ყოფაც კოვიდ-19-მდეც მძიმე იყო, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შიმშილობის და ქუჩაში დარჩენის საფრთხის ქვეშ ...
ირანში, თავისი 14 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით, კაცი დააკავეს. ამ მკვლელობის გამო, ქვეყანა აღშფოთების ტალღამ მოიცვა, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდა. ე. წ. “ღირსების მკვლელობა”, ანუ ღირსების აღდგენის მიზნით ჩადენილი მკვლელობა, გილიანის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, ...
სოფელ ტილუა-ლე-მარშიენში, საფრანგეთის ჩრდილოეთით, მერის პოსტზე მარი კო (Marie Cau), ტრანსგენდერი ქალი, აირჩიეს. “ადამიანებმა ხმა არა ჩემი ტრანსგენდერობის გამო, არამედ ჩემი პროგრამისა და ფასეულობების გამო მომცეს. მოსახლეობას ცვლილებები სწყურია”, – განაცხადა მარიმ. უკვე ოცი წელია, რაც იგი ტილუა-ლე-მარშენში ცხოვრობს და ...
პანდემია ქალებისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა. ექსპერტების თქმით, ამჟამად მსოფლიოში ოჯახში ძალადობის აფეთქებაა, მუდმივად ირღვევა ქალთა უფლებები აბორტზე, მიმდინარეობს მათი მასობრივი გათავისუფლება სამსახურებიდან, ეს კი გენდერული თანასწორობის პროცესს ძალიან აზიანებს. CNN-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა კაცებში ...
2020 წლის 26 მაისს, “გაიმართა კოალიცია თანასწორობისთვის“ 2019 წლის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია თემაზე: ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში „კოალიცია თანასწორობისთვის“ რიგით მეოთხე, 2019 წლის ანგარიშში – “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში”, მოცემულია 2019 წელს ცალკეულ ჯგუფთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით ...
საფარი პედოფილიის გახმაურებულ საქმეში ჩაერთო. რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული კაცი გაამართლა. ბავშვის პაპის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისი ოჯახისთვის უსამართლო და მოულოდნელი იყო. “თითქოს ბოლო დღემდე დარწმუნებული ვიყავით, რომ სიმართლე იზეიმებდა, ვინაიდან ამისთვის ...
მსოფლიო პანდემიის ფონმა საქართველოშიც მძიმე შედეგები გამოიწვია. უმუშევრობის, საგანგებო მდგომარეობის, სრული იზოლაციის პირობებში, გაუსაძლისი გახდა განსაკუთრებით იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც სარჩოს ყოველდღიური შრომის შედეგად მოიპოვებდა. ამ მდგომარეობამ განსაკუთრებით დაამძიმა ტრანსგენდერი ადამიანების ყოფა, რომლებიც, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ეკონომიკურად და სოციალურად ერთ-ერთ ...
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიაჩნია, რომ იტალიაში მეხანძრედ მუშაობისთვის დაწესებული შეზღუდვები ქალთა უფლებებს არღვევს. ეს გადაწყვეტილება იტალიის მოქალაქე ქალის საჩივრის განხილვის შემდეგ იქნა მიღებული, რომელიც დასახელებულ პოზიციაზე სამუშაოდ არ მიიღეს, მისი სიმაღლის, 161 სმ-ის, გამო. ჯერ კიდევ 1999 წლიდან, ქალი ...
ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერმა მაგომედ დაუდოვმა ინსტაგრამში განაცხადა, რომ თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევ ქალებზე პასუხისმგებლობას მათი ნათესავი კაცები აგებენ. “თუ თქვენ სიამაყე გაგაჩნიათ, თქვენს ძმებს მიმართეთ. მეგობრებო, თვალყური ადევნეთ ქალებს და მათ ქუჩაში გასვლის უფლება არ მისცეთ!”, – ამბობს იგი. დაუდოვს მიაჩნია, ...