"საფარის" აქტივობები / დონაციის სიახლეები / ლგბტქი / სოციალური დახმარება

ტრანსგენდერ ქალებს ჩვენი თანადგომა ესაჭიროებათ

მსოფლიო პანდემიის ფონმა საქართველოშიც მძიმე შედეგები გამოიწვია. უმუშევრობის, საგანგებო მდგომარეობის, სრული იზოლაციის პირობებში, გაუსაძლისი გახდა განსაკუთრებით იმ ადამიანების მდგომარეობა, ვინც სარჩოს ყოველდღიური შრომის შედეგად მოიპოვებდა.

ამ მდგომარეობამ განსაკუთრებით დაამძიმა ტრანსგენდერი ადამიანების ყოფა, რომლებიც, როგორც ცნობილია, ქვეყანაში ეკონომიკურად და სოციალურად ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. მათთვის არ არსებობს სახელმწიფო დახმარება, საზოგადოების მხრიდან თანაგრძნობა ან რაიმე სახის მხარდაჭერა. გამუდმებული ფიზიკური და მორალური ძალადობის ქვეშ მყოფ ადამიანებში ცხოვრების ამგვარი გართულება უკიდურეს სტრესსა და სასოწარკვეთილებას იწვევს.

საფარი სრულ თანადგომას უცხადებს საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს და მათ დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას აწყობს.

გაიღეთ თუნდაც მცირედი, სიმბოლური დახმარება! შესაძლოა, თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარი სხვისთვის შიმშილით და ღირსებააყრით ცხოვრებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა იყოს!

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ანგარიშის ნომერია: GE16TB7800636020100002
მიმღები: აიპ საფარი.
დანიშნულება: “ტრანსგენდერი ადამიანებისთვის”