“საფარი” 22 წელზე მეტია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ძირითადი სამიზნე აუდიტორია ქალები არიან. ბოლო წლებში, “საფარმა” აქტიური მუშაობა დაიწყო ახალგაზრდებთან. არაფორმალური განათლება, სამოქალაქო აქტივიზმში ახალგაზრდების როლის გააქტიურება, განათლების ხელმისაწვდომობა, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, მათი ხმის გაჟღერება და ა.შ. – ეს ის საკითხებია, რაზეც ორგანიზაცია ახალგაზრდებთან, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობბეის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობს. ამ ეტაპზე “საფარის” ბაზაზე სამი ახალგაზრდული სივრცე ფუნქციონირებს:
- ორენივანი, ქართულ-აზერბაიჯანული პლატფორმა “ფანჯარა”;
- ორენოვანი, ქართულ-სომხური პლატფორმა “განძი”;
- ახალგაზრდა ფემინისტთა კლუბი – “გოგონების ხმა”.
“საფარი” გეგმავს შექმნას პლატფორმა, რომელიც Gen Z თაობის ბიჭებზე, მათ ინტერესებზე, ხედვებზე, შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება მორგებული. პლატფორის მიზანია კაცების, განსაკუთრებით კი მოზარდი ბიჭებისა და ახალგაზრდა კაცების როლის გააზრება გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის გზაზე. გვჯერა, რომ თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი საზოგადოების შესაქმნელად, მისი თითოეული წევრის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებზე და მის მიერ შექმნილი კონტენტის ხარისხზე.
ვის ვეძებთ?
- Gen Z თაობის (17-დან 27 წლამდე) ბიჭს, რომელიც უხელმძღვანელებს “საფარის” ახალ პლატფორმას;
- ვინც მეგობრობს ციფრულ ტექნოლოგიებთან და ქმნის კონტენტს სოციალური ქსელებისთვის (ინსტაგრამი, ტიკტოკი და ა.შ.);
- ვინც ფიქრობს, რომ აქვს ლიდერული უნარ-ჩვევები და შეუძლია უხელმძღვანელოს ახალგაზრდული ჯგუფის საქმიანობას;
- ვინც არის კრეატიული, კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ვინც ღიაა სიახლეებისთვის;
- ვისაც არ ეშინია თანასწორობის. უფრო მეტიც, მზადაა ამ ღირებულების გამტკიცებასა და რეალიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს
- რაც მთავარია – ვინც იზიარებს საფარის ღირებულებებს.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ და გსურს შემოუერთდე “საფარის” გუნდს, გამოგვიგზავნე CV და სოციალური ქსელებისთვის შენ მიერ შექმნილი კონტენტის ლინკები შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@sapari.ge; gurchukhishvili@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ – კონტენტმეიქერი.
შერჩეული კანდიდატი ოქტომბრის ბოლოს დაესწრება რამდენიმედღიან ტრენინგს, რის შემდეგაც, ჩვენთან ერთად, დაიწყებს პლატფორმის განვითარებაზე მუშაობას.
განაცხადები მიღება 18 სექტემბრამდე.