"საფარის" საქმეები

დაკავებულია არასრულწლოვანზე სექსუალურად მოძალადე პირი

საფარის ოფისს დაზარალებულის დედამ 2024 წლის თებერვალში მიმართა, მას შემდეგ, რაც შვილის ქცევაში თვალშისაცემი ცვლილებები შენიშნა. აღმოჩნდა, რომ ბავშვზე მისი ოჯახის წევრი 5 წლის განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა სექსუალურად. 

საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მისი შუამავლობით  არასრულწლოვანმა საგამოძიებო ორგანოს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საფარის იურისტის აქტიური  ჩართულობითა და პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობით არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების, მათ შორის – ბრალდებულის აღიარების მოპოვება. 

მოძალადე  დააკავეს და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე,138-ე და 141-ე მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მხრიდან არასრულწოვანის გაუპატიურებას, მის მიმართ გარყვნილი და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებების განხორციელებას. 27 მაისს ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.