კვლევები

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა კახეთსა და აჭარაში – კვლევა

კვლევა ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე “საფარმა” დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით ორ რეგიონში, კახეთსა და აჭარაში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) იმ 16-45 წლის ქალებთან ჩატარდა, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ მაინც ყოფილა.

საფარის მიერ ჩატარებული კვლევის მთავარ მიზანს რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის/ქმრის მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა. 

კვლევაში ეკონომიკური ძალადობა განსაზღვრულია, როგორც ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს. ნაშრომის მთავარი მიზანი ინტიმურ ურთიერთობებში ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობისა და გავრცელების შესწავლაა.

სრული კვლევა იხილეთ ბმულზე:

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა კახეთსა და აჭარაში

ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის კვლევა კახეთსა და აჭარაში – ინგლისურ ენაზე