Uncategorized ge / სიახლეები

საფარის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ეგიდით ჩატარებულ შეხვედრას დაესწრო

2024 წლის 22 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ეგიდით, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სპეციალიზებული იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც საფარის უფროსი იურისტი – თამარ ლუკავა დაესწრო.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაზე ისაუბრეს, ამ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევები და ძალადობის პრევენციის გზები მიმოიხილეს და საუკეთესო პრაქტიკა გააზიარეს.