6 მარტს საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი საფარს ეწვია.
შეხვედრაზე საფარისა და საელჩოს წარმომადგენლებმა მიმდინარე მოვლენებზე, თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საფრანგეთის საელჩო უკვე მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული გარემოს შექმნას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.