“საფარმა” სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრების მიზანი იყო იმ შესაძლებლობებისა და სერვისების გაცნობა, რასაც “საფარი” მათ სთავაზობს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პლატფორმა “განძზე”. შეგახსენებთ, რომ “განძი” არის “საფარის” ბაზაზე შექმნილი, ორენოვანი – ქართულ-სომხური პლატფორმა, რომლის მიზანია ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა. პლატფორმაზე ახალგაზრდები საკუთარ მოსაზრებებს, ბლოგებს, ფოტო და ვიდეო მასალებს აზიარებენ, განიხილავენ მათთვის საინტერესო საკითხებს როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე. მარტივად, ეს არის სივრცე ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების ხმის გასაჟღერებლად.
გარდა ამისა, ადგილობრივ ახალგაზრდებს გავაცანით მობილური აპლიკაცია Safe You. ეს არის უსაფრთხო სივრცე ქალებისთვის, რომელის გამოყენება შეიძლება როგორც კრიტიკულ სიტუაციებში – SOS ღილაკის გამოყენებით, ისე ყოველდღიურად – თემატურ ფორუმებში ჩართვით.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის – „საქართველოს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების გაძლიერება და ინტეგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში.