სიახლეები

“ქალები ვირჩევთ ევროპას”: საქართველოში ქალთა მარში გაიმართა

20 აპრილს ქალთა მოძრაობის ორგანიზებით საქართველოში ქალთა მარში გაიმართა. თბილისში, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა, სადაც ისევე, როგოც გასულ წელს, ქალებმა ხმამაღლა თქვეს, რომ არ შეეგუებიან რუსულ კანონს და არ დათმობენ წლების განმავლობაში მოპოვებულ უფლებებს.

რუსულ კანონს და გენდერული კვოტების გაუქმებას საერთო მიზანი აქვთ – ძალაუფლების შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს. გენდერული კვოტის გაუქმებით პარლამენტმა უგულვებელყო საქართველოს ამომრჩევლის 65%-ის აზრი, რომლებიც ემხრობოდნენ კვოტებს.

გარდა თბილისისა მარში გაიმართა ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში.