საფარი ეძებს კონტენტ კრეატორს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 500 დოლარის ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით)
ძირითადი ფუნქციები:
- სხვადასხვა კამპანიებისთვის შესაბამისი კონტენტის მომზადება და საფარის სხვადასხვა არხებზე განთავსება;
- მარკეტინგის გუნდთან ერთად კამპანიების მოფიქრებასა და დაგეგმვაში მონაწილეობა;
- ქალთა და ბავშვთა უფლებების სფეროში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებისთვის თვალის აქტიურად დევნება და შესაბამისი მასალის მომზადება საფარის სხვადასხვა საინფორმაციო არხებისთვის;
კვალიფიკაცია და უნარები:
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- ძირითადი ტექნიკური უნარები (ვიდეო / ფოტო გადაღება, ვიდეო მონტაჟი, სხვადასხვა პლატფორმების თავისებურებების ცოდნა);
- ონლაინ ტრენდების ცოდნა;
- როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
- ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობისადმი ერთგულება.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ – კონტენტ კრეატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 3 სექტემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატებთან გასაუბრება და შერჩევა მოხდება, განაცხადების მიღების პარალელურად. ნუ გადადებთ ვაკანსიაზე გამოხმაურებას.
თქვენ მიერ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, ეთანხმებით გამოგზავნილი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!