2024 წელს, საფარმა ჩაატარა კვლევა ქალთა მიმართ პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე რეაგირების შესახებ. კვლევაზე იმუშავა გოგა ხატიაშვილმა, ხოლო მისი შინაარსობრივი რედაქტორი ბაია პატარაია იყო.
კვლევის მთავარი მიზანი იყო პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათ დასაძლევად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
ანგარიში მომზადდა “საფარის” მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სრულ კვლევას გაეცანით ბმულზე: