”საფარი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 1000 დოლარის ეკვივალენტი ლარში (ყველა გადასახადის ჩათვლით).
ძირითადი მოვალეობები:
** საფარის მიმდინარე პროექტების გაცნობა და ჩართულობა;
** პროექტებით გაწერილი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** მუდმივი კოორდინაცია დონორებთან;
** პროექტით გათვალისწინებული ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი;
** პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებისთვის ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
** პროექტის შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით.
** უმაღლესი განათლება
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პროექტის მართვის ძირითადი ციკლის ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** პროექტების მართვის/კოორდინაციის გამოცდილება;
ღირებულებები:
** ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@sapari.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “პროექტების კოორდინატორი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 აგვისტო.