"საფარის" აქტივობები / სექსუალობა / სიახლეები

ბავშვებისთვის სქესობრივი განათლების მნიშვნელობაზე 200-მდე მშობელთან შეხვედრა ჩატარდა

sapari

რატომ არის მნიშნელოვანი მოზარდებისთვის სქესობრივი განათლება, როგორ უნდა ვესუაბროთ შვილებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, რა ასაკში რა ინფორმაციის მიღებაა რეკომენდებული ბავშვებისთვის, როგორ ვუპასუხოთ შვილების “უხერხულ” კითხვებს, როგორ დავიცვათ მოზარდები ცრუ მოლოდინებისგან და დეზინფორმაციისგან – ეს საკითხები იყო ძირითადი თემა შეხვედრებზე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 200-მდე მშობელი დაესწრო.

ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრებს “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია უძღვებოდა. იგი მონაწილეებს წარადგენდა სპეციალურად მშობლებისთვის შემქმნილ ორ პუბლიკაციას – როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სქესობრივ ცხოვრებაზე და როგორ დავიცვა ჩემი შვილის სხეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება.

ჯამში ჩატარდა 10 შეხვედრა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოზარდების დედები და მამები ქვეყნის ყველა რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ეთნიკურად აზერბაიჯანელმა და სომეხმა მშობლებმაც, რომლებსაც ინფორმაციის მიღება და ჩართულობა მშობლიურ ენაზე შეეძლოთ.

შეხვედრები ჩატარდა გაეროს მოსალხეობის ფონდის (UNFPA) პროექტის ფარგლებში „ბავშვთა და მოზარდთა სექსუალური  და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა“. იგი მიზნად ისახავს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი განათლების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის მხარდაჭერას.