"საფარის" აქტივობები / სიახლეები

სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკა – საფარის კონფერენცია

14 სექტემბერს, საფარის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – სქესობრივი დანაშაულების გამოძიებისა და სასამართლო პრაქტიკა. კონფერენციის მიზანი იმ სამართლებრივი ხარვეზებისა თუ პრაქტიკული ბარიერების განხილვა იყო, რასაც სქესობრივი დანაშაულებების გამოძიებისას ვაწყდებით. საკითხი თავიანთი პერსპექტივიდან შეაფასეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი, პროკურორი მაკა გაგიევი; შინაგან საქმეთა სამინისტორს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ანა ფაჩუაშვილი; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი, ლევან ქუთათელაძე; სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის წარმომადგენელი, გვანცა ხარატიშვილი; მმართელობისა და მონიტორინგის ცენტრის ადამიანის უფლებათა დაცის პროგრამების ხელმძღვანელი, გოგა ხატიაშვილი; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, მარიამ სპასოვი და საფარის იურისტი, თამარ ლუკავა.

კონფერენცია გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით. ღონისძიება სწორად UN Women-ის საქართველოს წარმომადგენელმა, კაორი იშიკავამ გახსნა საფარის აღმასრულებელ დირექტორთან, ბაია პატარაიასთან ერთად.

საკითხის შესახებ:

სქესობრივი ხასიათის დანაშაულები ერთ-ერთ ყველაზე ფარულ და დამალულ დანაშაულებად მიიჩნევა, რადგან, არცთუ იშვიათად, მსხვერპლები ამაზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუ მართლმსაჯულების სისტემა ვერ ავლენს სათანადო მგრძნობელობას და არ არის მსხვერპლზე ორიენტირებული.

ბოლო წლების განმავლობაში, სქესობრივი დანაშაულებზე რეაგირების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი გვაქვს, თუმცა რჩება  გამოწვევები. მთავარი პრობლემა, რაზეც საერთაშორისო და სამოქალაქო სლორგანიზაციები უკვე წლებია საუბრობენ, არის საკანონმდებლო ხარვეზები. არსებითად მნიშვნელოვანია კანონის ცვლილება და მასში თანხმობის ელემენტის ინტეგრირება. საქართველოს ამ რწფორმის ვალდებულება საერთაშორისო დოკუმენტების რატიფიცირებით აქვს აღებული, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტი სქესობრივი დანაშაულებების განხილვისას სასამართლოში, საგამოძიებო მოქმედებების დროულობა, შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება, სასამართლო ექსპერტიზის პრაქტიკაში არსებული ხარვეზები, სპეციფიკური მიდგომები მოწყვლად ჯგუფებთან, მათ შორის შშმ ქალებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან და სხვა. სწორედ ამ და სხვა მომიჯნავე საკითხების განხილვა, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა იყო კონფერენციის ამოცანა.